ახალი ბანერები - კასპის და გორის გასაყართან ოკუპანტებმა არარსებული საზღვარი მონიშნეს

გამოქვეყნდა:

"ფრთხილად სახიფათო ადგილია"- გორისა და კასპის გასაყართან, არარსებული საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები გაჩნდა.  ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ბანერები რუსული წარწერებით, პატრულირების დროს აღმოაჩინეს.  

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნულები ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით დადგეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ტერიტორია დანაღმული იყოს. 

"ვითხოვთ, რომ ეს ბანერი განიხილოს სასწრაფოდ IPRM-ის ფორმატში, რადგან შესაძლოა, ტერიტორია იყოს დანაღმული",- ამბობს დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლებში ცხოვრების ეშინიათ და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგანაც თავს იკავებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ცენტრალური მაგისტრალიდან 1 კილომეტრის დაშორებით ახალი ბანერი ნამდვილად განთავსებულია. 

ავტორი: გიორგი ახალკაცი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი