კოვიდინფიცირებული პაციენტი უკვე 4 დღეა შიმშილობს

გამოქვეყნდა:

კოვიდინიფიცირებული პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყო.ბრალდებული ტარიელ პაგაშვილი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. 

პროტესტის ამ ფორმით პატიმარი მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გადახედვას და გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება მას ბრალს იმ დანაშაულში სდებს, რომელიც არ ჩაუდენია. 

"საქმის მასალებით არაფერი არ დასტურდება. ბრალდების მხარის მიერ გადმოცემულია კამერის ჩანაწერები, დაახლოებით 16 საათი. დეტალურად ჩემს მიერ შესწავლილ იქნა ეს მასალები და არსად არ ჩანს, რომ ტარიელ პაგაშვილი სადმე ფიქსირდება. მას უნდა მხოლოდ ერთი რაღაც სამართლიანად იქნეს გადაწყვეტილება მის საქმეში",- ამბობს ქამრალი ამჯანოღლი, ადვოკატი.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებული პაციენტი უკვე 4 დღეა შიმშილობს და ამავროულად უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი