
პირბადე სამწუხაროდ ჩამოვიდა 43%-ზე. მოვუწოდოთ ყველას ხშირად ქუჩებში, რომ გავიკეთოთ პირბადე, ყველაზე დიდი დამცველი საშუალება, ეს აუცილებელია. ავიყვანოთ ეს როგორმე 95%-ზე. თუ ყველა ჩვენგანი ატარებს პირბადეს და 95%-ზე ავა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ჩვენ დეკემბრისთვის დავზოგავთ დაახლოებით 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ, როგორი ციფრია. თუ 1 000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე. მეხუთე ტალღისთვის თუ შეიქმნება ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი, თუ ჩავატარებთ მილიონ აცრას ახლა და მილიონს ოქტომბერში, ჩვენ შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე იქნება თუ მეექვსე ტალღა.
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.