"ოცნების" შტაბის უფროსის კომპანიამ ვანის ბიუჯეტიდან 155 ათას ლარზე მეტი მიიღო - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ე.წ. კოორდინატორისა და შტაბის უფროსის კომპანიამ, არჩევნების წინ, ვანის ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი მიიღო. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ვანის სოფელ ამაღლების "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის, ბესიკ შუბლაძის შპს "20-20"-მა 116 000 ლარი უტენდეროდ, 39 500 ლარი კი უკონკურენტო ტენდერში მიიღო.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ვანის მერიამ მას ჯამში, 80 000 ლარი მისცა, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 75 500 ლარი, ტენდერის გვერდის ავლით მიიღო.

"ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ ბესიკ შუბლაძე წინა წლებში "ქართული ოცნების" ე.წ. კოორდინატორი იყო, ხოლო 2021 წლიდან საკუთარ სოფელში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი