
პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა 19 აპრილს, აქვს ძალიან მარტივი სათაური - "საქართველოს გზა წინ", პირდაპირ და მშრალად რომ ვთარგმნოთ, არავითარი „ევროპული მომავალი“ და ასე შემდეგ. საქმე ეხება 6 თვიან საბოტაჟს, საიდანაც იყო საჭირო გამოსვლა. ჩვენ მოვახერხეთ საბოტაჟის დასრულება და უზრუნველვყავით ის, რომ თქვენ დღეს სხედხართ პარლამენტში. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ, მათ შორის ისიც, რომ არ შეგიწყვიტეთ საპარლამენტო მანდატები. ეს რომ გაგვეკეთებინა, 2024 წლამდე არ გექნებოდათ აქ შემოსვლის საშუალება, თუმცა ჩვენ გადავდგით კონკრეტული რაციონალური, პრაგმატული ნაბიჯები სწორედ იმისათვის, რაც წერია სათაურში - საქართველო წასულიყო წინ. ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ [ნაციონალურმა მოძრაობამ] ხელი არ მოაწერეთ ამ შეთანხმებას და ყველაფერს აკეთებდით, რომ მომხდარიყო საბოლოო ჯამში მისი ანულირება. ეს შეთანხმება არის რეალურად თქვენი ანულირებული.
მიმართა ოპოზიციას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.