ბოლო 7 თვეში, საჯარო მოხელეებმა, რესტორნებში საქეიფოდ ბიუჯეტიდან 734 799 ლარი დახარჯეს

გამოქვეყნდა:

უფასო სასადილოებში შიმშილობის პირას მყოფი მოქალაქეებისგან განსხვავებით, საკუთარ ჩინოვნიკებს "ქართული ოცნება" გაცილებით გულუხვად უმასპინძლდება. სტატისტიკა ადასტურებს, რომ სულ რაღაც 7 თვეში ხელისუფლებამ რესტორნებში დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე ერთ წელიწადში ხარჯავს მიუსაფართა გამოკვებაზე.

და თანაც ეს ხდება პანდემიის პირობებში. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მედიკოსების რეკომენდაციისა და მკაცრი რეგულაციების პირობებშიც კი ბანკეტები და ალა-ფურშეტები "ქართული ოცნებისთვის" ჩვეული მოვლენა იყო. 

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მადა ბოლო 7 თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ საჯარო მოხელეებმა ნახევარი წლის განმავლობაში რესტორნებში, მხოლოდ კვებაზე 734,799 ლარი დახარჯეს. თითოეული შესყიდვა იანვრის პირველი რიცხვებიდან ივლისის ჩათვლით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით განხორციელდა, დამკვეთთა დასახელებაც მრავალფეროვანია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი