ჩვენი რეკომენდაცია იყო, ნუ დავაჯარიმებთ პირბადის არტარების გამო, დავურიგოთ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

ტრანსპორტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა რეკომენდაცია, ავტობუსები არ უნდა გადაიჭედოს, მეტრო არ უნდა გადაიჭედოს. ჯობია იყოს რიგი, რომ დისტანციის დაცვის საშუალება იყოს, გასაგებია, არა 1 მეტრი, მაგრამ ყველას ეკეთოს პირბადე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობა არის, დავურიგოთ პირბადეები და მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს, კი არ დავაჯარიმოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბატონო პირბადე და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ ამ  წესებს, რა თქმა უნდა, რისკი ნაკლებია.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი