საპარტნიორო ფონდი, რომელიც ფულს რაჭული ღორების პროგრამაზე ხარჯავს, ბიუჯეტიდან დაფინანსდება

გამოქვეყნდა:

ფონდი, რომელის პირობებში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები გაკოტრების ზღვარზე მივიდნენ ახლა სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გაჩნდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საპარტნიორო ფონდი 2022 წლიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადავიდეს.

ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ფლობს საქართველოს რკინიგზას, ფოსტას, ელექტროსისტემას და ახორციელებს უმსხვილეს საინვესტიციო პროექტებს ფულს არსებობისა და ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან ითხოვს.

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - საპარტნიორო ფონდი არაეფექტური და სავარაუდოდ კორუფციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს რკინიგზას წამგებიან კომპანიად აქცევს და სანაცვლოდ რაჭული ღორების პროგრამის განხორციელებაზე ხარჯავს ფულს - ამ შემთხვევაშიც არაეფექტურად.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი