თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები იმერეთში - ბაღდათისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით მობილური "სამსუნგისა" და "ქსიაომის" ფირმის ტელეფონები იყიდეს.
ბაღდათის მერიაში განმარტეს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს თავისი მობილური დაუზიანდა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ახალი სჭირდებოდა.
ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ მობილურები საქმის ეფექტური განხორციელებისთვის უყიდეს თანამშრომლებს.
ინფორმაცია "აი ფაქტმა" გაასაჯაროვა