ჩემი მიზანი მხოლოდ დაზარალებული ქალისთვის მხარდაჭრის გამოცხადებაა - ნინო ლომჯარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განცხადება გუშინ გაავრცელა და მხარდაჭერა გამოუცხადა სპორტსმენის მეუღლეს ნეკა დოყორაშვილს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახალხო დამცველს ქალები დახმარების თხოვნით მიმართავენ და სახალხო დამცველის ოფისი მათ ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებს. 

ხშირ შემთხვევაში, ქალები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არიან მსხვერპლი ოჯახში ძალდობის, როგორც წესი, ხდებიან მეორადი ვიქტიმიზაციის მსხვერპლები. მათ წინააღმდეგ გორდება ხოლმე დიდი აგრესიის ტალღა, განსაკუთრებით საჯაროდ ცნობილი და აღიარებული პირების მიმართ გაისმის ესეთი ბრალდებები. ვფიქრობ, გუშინ და დღეს სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, - აცხადებს სახალხო დამცველი

მისი თქმით, ხშირად ამის გამო ერიდებიან ქალები დავის გაგრძელებას. ლომჯარია აცხადებს, რომ მისი მხარდაჭრის მიზანი ის არ იყო, რომ მას ეთქვა, ვინმე იყო თუ არა დამნაშავე, რადგან ეს სასამართლოს საქმეა. მისი მიზანი მხოლოდ დაზარალებული ქალისადმი მხარდაჭრის გამოცხადება იყო. 

სახალხო დამცველს არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც ქალი აცხადებდა, რომ იგი იყო გენდერული დანაშაულის მსხვერპლი და მის წინააღმდეგ არ აგორებულიყო მსგავსი კამპანია. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი