"ქართული ოცნება" მზად არის რუსეთს შეეკრას, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

უგუნური ხელისუფლება გვყავს და რასაც აჩვენებენ, არის ის, რომ ძალაუფლების ხელიდან არგაშვების მიზნით, მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ. მათ შორის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩემი აზრით პირველი ხელისუფლებაა, რომელიც მზად არის რუსეთს შეეკრას ღიად, ოღონდ არ დაკარგოს ძალაუფლება. რასაც ვუყურებთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს სხვა არაფერია. ესენი არიან ხალხი, რომლებიც ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ, შეუტრიალდნენ დასავლეთს და ეუბნებიან რომ არ გვაინტერესებს თქვენი არაფერი, მათ შორის პირობით მოცემული დახმარებები და რაღაცები, ჩვენ ხელში უნდა იყოს სასამართლო, ჩვენ ხელში უნდა იყოს გენერალური პროკურორი.

თქვა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "მთავარ დებატებში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი