ბასილაშვილი შეწყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, გამოაქვეყნონ და თქვან, რაც უნდათ - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა საუბრობს საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებაზე, თითქოსდა სპორტსმენი მის ყოფილ მეუღლეს, რაღაც პირობის გამო, დუმილის საფასურს უხდის. 

ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი კონტრაქტი დუმილის სანაცვლოდ და სპოტრსმენის მიერ  სასამართლოს მიღმა გადახდილი თანხები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობას ხმარდება. 

ამ წუთიდან, რათა შეწყდეს ეს სპეკულაციები, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკირსა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის შეწყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, იმისთვის, რომ თუ ვინმეს რაიმე ჰგონია, რომ დუმილის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ და ამიტომ დუმდნენ, მათ აქვთ სრული თავისუფლება, თუნდაც ამ მოტივით, რომ თანხას უხდიდნენ, ამ წუთიდან არ იქნება არანაირი თანხა გადახდილი, მათ გამოაქვეყნონ, მათ თქვან ყველაფერი, თუ რა საიდუმლოებას ინახავდა და რა საიდუმლოს მალავს ბატონი ნიკოლოზი, - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა

სპორტსმენის ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში გავრცელებული სპეკულაციური ფონის აღმოფხვრის მიზნით იქნა მიღებული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი