გეგა გეგეშიძემ ვიცე-ჩემპიონს მოგებული მედალი გაუყიდა | მოძალადეების თავშესაფარი ჭიდაობის ფედერაციაში

გამოქვეყნდა:

წლებია, ჭიდაობის ფედერაცია მოძალადეების თავშესაფარია. კორცხელის ორგანიზატორები ძმები გეგეშიძეები ამ სპორტულ ფედერაციას მის 8-მილიონიან ბიუჯეტს ისე განკარგავენ, როგორც მოესურვებათ. წლების განმავლობაში დაგროვილი დარღვევებით კი საგამოძიებო უწყებებიდან არავინ ინტერსედება.

ხელისუფლებამ არც ის შეიმჩნია, ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ჯაჭვებით ტატამზე რომ გაუსწორდა ქართველ ფალავანს და არც ის, რომ ორგანზიაცია მილიონიან ექსკლუზიურ კონტაქტებს აფორმებდა არარსებულ კომპანიასთან.

როგორც ჩანს,კორუფცია, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობა ერთგვარი ჯილდოა იმ შავი სამსახურისა, რომელსაც ფედერაციის მოძალადე მენეჯმენტი ხელისუფლებას არჩევნებზე უწევს ხოლმე.

რა ხდება ჭიდაობის ფედერაციაში, კარგად იცის გოჩა ჩორგოლიანმა. ის ფედერაციას ბანდას უწოდებს, მათ ხელმძღვანელს, გეგეშიძეს კი ბანდის კაპიტანს. ამტკიცებს, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვიცე-ჩემპიონს იურო ლომაძეს ბრინჯაოს მედალი გეგა გეგეშიძემ 68 000 ლარად გაუყიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი