"მთავარი არხი" სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებს - განცხადებას გადაწყვეტილების შესახებ არხის გენერალური დირექტორი ავრცელებს:

"მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს. ეს აუდიოჩანაწერები ატარებს პირად ხასიათს, მოპოვებულია უკანონოდ და არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს.

ამ ჩანაწერებში საზოგადოებრივი ინტერესი ერთადერთია - რატომ ახორციელებდა სახელმწიფო უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას. ამ კონტექსტში ჩვენ გამოვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც მიდიოდა უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ ამ პირებს ნამდვილად უსმენდნენ, პირის იდენტიფიკაციის მიზნით, გამოვაქვეყნებთ ერთი-ორ წინადადებიან აუდიო ჩანაწერს, რომელსაც არავითარი მაკომპრომეტირებელი შინაარსი არ ექნება." წერს ნიკა გვარამია

ამავე თემაზე:

სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაცია და წარსული - ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება
 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი