„დედაჩემი რომ დაეწვინათ, ახლა ხომ ცოცხალი მეყოლებოდა, არ დავრჩებოდი ობოლი“ - ჭიათურაში 30 წლის ქალის გარდაცვალების გამო ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას სასწრაფო დახმარების ბრიგადას აკისრებს

გამოქვეყნდა:

ვირუსულმა ინფექციამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. 30 წლის ნესტან მიხელიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მას შემდეგ მიმართა, რაც მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ცხელება იგრძნო. გამოძახებაზე მისულმა მედიკოსებმა მისი კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალეს და სითხის მიღება ურჩიეს. 12 საათში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ჭიათურის საავადმყოფოში კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ახალგაზრდა ქალის სიკვდილზე შემთხვევაზე პასუხისმგებლობას იხსნის. ექიმები ამბობენ, რომ ყველაფერი თანმდევი ქრონიკული დაავადების ბრალია, რამაც ვირუსული ინფექციის ფონზე პაციენტის მდგომარეობა დაამძიმა. 

საპირისპიროს ამბობენ, ჭიათურის საავადმყოფოში. ექიმი რაიმე ქრონიკულ დაავადებაზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ნესტან მიხელიძეს საავადმყოფოში შეყვანის დროს სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მედიკოსი ვარაუდობს,რომ პაციენტს მწვავე ვირუსული ინფექციის ფონზე პნევმონია განუვითარდა. 

შეეწირა თუ არა 30 წლის ქალის სიცოცხლე გრიპის ვირუსს და სასწრაფო ექიმების დაუდევრობას, პასუხი არ აქვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ნესტან მიხელაძის გარდაცვალების მიზეზებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოკვლევა უკვე დაწყებულია.

ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა აჭარაში და იმერეთში ფიქსირდება. ექიმები კი თებერვლის თვეში გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი