"დანაშაულის დაგეგმვისა და ციანიდის შეძენის ფაქტი არ დაფიქსირებულა" | დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ახალი დეტალები სუს-ის კრებსებში

გამოქვეყნდა:

სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების სავარაუდო მოსმენების მრავალტომიან ჩანაწერებში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული დეტალებიც მოხვდა. 

ათასობით ფაილში, რომელშიც მღვდელმთავრების, მთავარეპისკოპოსებისა და მეუფეების პირადი საუბრები დეტალურად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ სუს-ის მოპოვებული მტკიცებულებებით, გიორგი მამალაძის მიერ დანაშაულის დაგეგმვისა და ციანიდის შეძენის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გამოდის, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ისე გამოიტანა, რომ მტკიცებულებები მსჯავრდებული დეკანოზის წინააღმდეგ არ ჰქონია. 

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი საპატრიარქოს თანამშრომლებს პირდაპირ ეუბნება, რომ "ციანიდის საქმის" ეროვნულ დონეზე დასრულება და სტრასბურგში განსახილველად საქმის გადაცემა ავტომატურად ნიშნავს, რომ  მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს გაამართლებენ, ხოლო საპატრიარქო დიდ შარში გაეხვევა. 

ამავე ჩანაწერების მიხედვით, სასულიერო პირებს ყველაზე მეტად არა მამალაძის გამართლების, არამედ "ციანიდის საქმეში" ჩართული პირების გამოჩენის ეშინიათ. 

ცნობისთვის, ორი დღეა სახელმწიფო გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დუმს. ძალოვან უწყებებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი