"ვინც არ უნდა იყოთ, რაც არ უნდა გქონდეთ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავწერ: "დღეს მე ვარ ესა და ეს!" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს და "ქართული ოცნების" წევრებს მიმართავს.
2019 წლის 29 იანვარს აქ დავწერე: "დღეს მე ვარ ეკა ბესელია, ასეა ეს!" მაშინ პრქტიკულად ვერც ერთმა ქოცმა ვერ გაბედა მსგავსის თქმა. დღეს ქოცებს, მაღალ თუ დაბალჩინოსნებს, პირდაპირ გეუბნებით - ვინც არ უნდა იყოთ, რაც არ უნდა გქონდეთ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისევ დავწერ: "დღეს მე ვარ ესა და ეს!" - წერს ნიკა გვარამია.