მკვლელობა თუ თვითმკვლელობა | რა ვითარებაში გარდაიცვალა პირი, რომელმაც სუსიდან საიდუმლო მასალები გამოიტანა

გამოქვეყნდა:

დილის 5 საათზე სუს-ში გამართული დახურული თათბირი, რომლის დასრულებიდან რამდენიმე საათში უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კონფიდენციალური წყარო "მთავარ არხს" უდასტურებს, რომ სკანდალური ფაილების გავრცელების მიღმა აკაკი ნემსაძე დგას. ამ ვერსიას ნემსაძის გამოსამშვიდობებელი წერილიც ამყარებს, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ დოკუმენტებს ახლავს.

წყარო "მთავარ არხს" უყვება იმ სქემასაც, რომლითაც მასალები ორთვიანი დაყოვნებით ინტერნეტში გავრცელდა. საიტი, რომელზეც სუსიდან გამოტანილი დოკუმენტები დაიდო, 2 დღის წინ, გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა.

ფაქტია, რომ აკაკი ნემსაძის ანდერძით ეს დოკუმენტაცია სხვა პიროვნებამ გაასაჯაროვა. მაგრამ რას დაადგენს გამოძიება ოფიციალურად, გაუგებარია, რადგანაც სუსმა დიდი ხანია ყველაფერი იცის - უბრალოდ ქართულმა სპეცსამსახურმა ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლო იმ პიროვნების იდენტიფიცირება, ვისაც სიკვდილის წინ ნემსაძემ მასალები გადასცა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი