საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 328.0 ლარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 328.0 ლარია. ხელფასი დაანგარიშებულია 2021 წლის II კვარტალის მონაცემებით.

საქსტატში ამბობენ, რომ საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5%-ით არის გაზრდილი. 

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  •  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
  •  ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
  •  მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
  •  პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი თითქმის 500 ლარით აღემატებოდა ქალების საშუალო ხელფასს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი