8 კორპუსი გოგოლის ქუჩაზე - ბათუმში მშენებლობებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია ბათუმში ამ წუთებში გოგოლის ქუჩაზე. ოპოზიცია მშენებლობას აპროტესტებს და ამბობენ, რომ გაურკვეველი ტიპის კორპუსები უნებართვოდ შენდება.

მათი თქმით, არ არსებობს ინფორმაცია, რა დანიშნულების შენობა- ნაგებობები შენდება ადგილზე.

გოგოლის ქუჩაზე 8 კორპუსი შენდება, მათ შორის 4 უკვე დასრულებულია ისე, რომ ნებართვა გაცემული არ არის რასაც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ობიექტი რამდენჯერმე დაჯარიმებულია, თუმცა მშენებლობა მაინც გრძელდება.

ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ოპოზიციის წარმომადგენლები კი მუნიციპალური ინსპექციის მისვლას ელოდებიან.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი