"კოვიდი კონიაკზე გადავიდა" - სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ ასმევენ მგელს სასმელს [VIDEO]  

გამოქვეყნდა:

"კოვიდი კონიაკზე გადავიდა" - ამ სათაურით სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო და ინფორმაცია, რომლის თანახმად, მგელს ალკოჰოლს ასმევენ.

ფეისბუქმომხმარებლები ფაქტით დაინტერესებისკენ შსს-სა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდებენ:

ძალიან გთხოვთ განსაკუთრებით ჟურნალისტებს დაინტერესდით ამ საზარელი ფაქტით!

ვინმე კახა წიქარიშვილი დატყვევებულ მგერს ძალით ასმევს ალკოჰოლურ სასმელს!

გაავრცელეთ და დათაგეთ შსს და გარემოს დაცვის სამინისტრო

ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ცხოველებთან მიმართებით არის უკვე ძალიან საგანგაშო!!!" ნათქვამია ფეისბუქპოსტში.

გავრცელებულ ინფორმაციას მგელის პატრონის აგრესია მოჰყვა. ის ფეისბუქზე წერს, რომ მგელს, რომელსაც სახელად კოვიდი ჰქვია, არა ალკოჰოლს, არამედ გაზიან სასმელს ასმევენ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი