დიალოგი, რომელიც სუს-ის ფაილებშია გაშიფრული, ნატა ფერაძის სახლში შედგა - თამარ ჩიხლაძე

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" ტელეწამყვანი თამარ ჩიხლაძე ამბობს, რომ მასსა და სამოქალაქო აქტივისტ, ნატა ფერაძის შორის, დიალოგი, რომელიც სუს-ის ფაილებში მოხვდა, ფერაძის სახლშია ჩაწერილი.

ჩიხლაძის თქმით, სამოქალაქო აქტივისტს სახლში ტრანსგენდერების დახმარების საკითხთან დაკავშირებით, პანდემიის დასაწყისში შეხვდა. 

"ტელეფონზე ძალიან ხანმოკლე დიალოგი გვქონდა, მესენჯერშიც 2-3 კითხვით გავცვალეთ ინფორმაცია. მეც და ნატაც ვფიქრობთ, ასე გვახსოვს, რომ დიალოგის ნაწილი, რომელიც სიტყვასიტყვით არის გაშიფრული, შედგა ნატა ფერაძესთან სახლში...მართლა შოკისმომგვრელი იყო ამ დიალოგის პოვნა ამ ფაილებში", - ამბობს თამარ ჩიხლაძე.

ინფორმაციას, რომ სუს-ის ფაილებში მოხვედრილი დიალოგი, ნატა ფერაძის სახლში შედგა, ადასტურებს თავად სამოქალაქო აქტივისტიც

"მითხრა, რომ არასატელეფონო ლაპარაკი იყო და ამიტომ მოვიდოდა ჩემთან. მომიყვა ნიუანსებს, რომელიც ახლა აღმოვაჩინე კრებსებში, რაც მეტი არსად არ გვილაპარაკია ამ ნიუანსებზე,- თქვა ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

"მთავარმა არხმა" დაადგინა სავარაუდოდ იმ  პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი