რა შეამოწმა ღარიბაშვილმა სექტემბერში | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რეგიონებში სხვადასხვა საგნის შემოწმება სოციალური ქსელის მომხმარებლების გასართობი გახდა. 

გთავაზობთ ჩამონათვალს, რა შეამოწმა პრემიერმა ღარიბაშვილმა 2021 წლის სექტემბრის განმავლობაში:

4 სექტემბერი 

ღარიბაშვილმა ქუთაისში რაგბის ბურთი შეამოწმა და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა

10 სექტემბერი

პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფელ ჯიღაურაში, ყურძენი შეამოწმა

15 სექტემბერი

პრემიერმა, "დელტა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში, ჯარის ფორმების ხარისხი შეამოწმა

18 სექტემბერი

ღარიბაშვილმა კალათბურთის ბურთის ხარისხი შეამოწმა

მასალა განახლებადია - "მთავარი არხის" ვებგვერდი პრემიერის შემოწმებების სერიას განაგრძობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი