თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე | როგორია დაშავებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე. "ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულიდან "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია გადმოაგდეს. ჩვენი მეგობარი ახლა მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიკოსები რამდენიმე მოტეხილობის შესახებ საუბრობენ და იმედია რომ ლევანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავად თავდასხმა კი მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები ქართული ოცნების ოფისში გადაღებაზე მივიდნენ.


იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი