რამდენიმე წამი გაითიშა... ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო... ჯოჯოხეთი გამოვიარეთ - ბექა ყორშია

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წამი გაითიშა... ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო... ჯოჯოხეთი გამოვიარეთ - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელსი მომხდარი თავდასხმის შემდეგ საუბრობს.

გვინდოდა ზაზა გულიაშვილის ჩაწერა, მაჟორიტარობის კანდიდატის და მოხდა ის, რაც მოხდა. მეორე სართულიდან გადმოაგდეს ლევან აბლოთია, ჩვენი ოპერატორი. რამდენიმე წამი გაითიშა და აზრზე რომ მოვიდა, პირველი რაც თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ საერთოდო. ხელს ვერ ვამოძრავებო, ფეხს ვერ ვამოძრავებო და რაც მთავარია, გადარჩა. შოკისმომგვრელია. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ მართლა. მეც მომხვდა ხელი მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე უხერხულია ამაზე ლაპარაკი... გვინდოდა ჩაგვეწერა რამდენიმე კითხვა მქონდა ზაზა გულიაშვილზე რომ ის არის სუსია აგენტი და ამაზე განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს... - ამბობს ყორშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი