ვერაზე მოკლული ახალგაზრდა პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია

გამოქვეყნდა:

ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. ის ხეჩინაშილის კლინიკაში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ 22 წლის ბიჭს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია.

მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი