დატბორილი მოხისი - მოსახლეობა ეჭვობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკური არჩევანის გამო სჯის

გამოქვეყნდა:

განადგურებული სახლები, ეზოები და სარდაფები- წვიმის შედეგად მოხისის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები სანიაღვრე სისტემების არ არსებობის გამო დაეტბორა. ყოველი წვიმის დროს ადგილობრივებს, მსგავსი პრობლემები აქვს, თუმცა ხელისუფლება ამით წლებია არ ინტერესდება.

მოსახლეობა ამჯერადაც  იძულებული გახდა დატბორილ სახლებში დაგროვილი წყალი საკუთარი ძალებით ამოეტუმბათ. 

ტრასა რომ გააკეთეს 2017 წელს, არ დააყენეს სანიაღვრეები, მთელი ეზოები და სახლები იტბორება, - ამბობენ ადგილობრივები.

მათი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ისინი მოხისელების მიმართვაზე არ რეაგირებენ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოხისელებს სჯის, რადგან თვითმართველობის არჩევნებზე სოფელში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მერიაში "მთავარ არხთან" განმარტებებს არ აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი