ზედმეტი ბიუროკრატია - რეგიონებში გლეხები კუთვნილ დახმარებას ვერ იღებენ

გამოქვეყნდა:

რეგიონებში გლეხები სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ, რადგან მიწის ისტორიულად მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები არ აქვთ გაფორმებული. 

ოჯახები, პანდემიის გამო შეჩერებული იუსტიციის სახლების მიზეზით, საბუთების დროულად მოძიებას და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. რეგისტრირებული მიწის ფლობა კი აუცილებელი პირობაა ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული დახმარების მისაღებად. 

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დროულად მოაგვარონ ბიუროკრატიული პრობლემები, რათა გლეხებმა კუთვნილი დახმარების მიღება შეძლონ. 

ამას სჭირდება ელემენტარული სამთავრობო აქტის გამოცემა, რომელიც ადგილზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, რომ ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც შესული იქნება იქ მაცხოვრებელი გლეხის მხრიდან, სასწრაფოდ მოხდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმის მიღება და გადაგზავნა საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურებში, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.  

მისი თქმით, ხელისუფლება, ერთი მხრივ, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე დახმარების გაცემას აანონსებს, მეორე მხრივ კი, რეგისტრაციის პროცესს ზედმეტი ბიუროკრატიის გამო აფერხებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი