"რითიც ვსაზრდოობთ დაფარულია ყველაფერი წყლით" - ხობში მოსახლეობა ისევ დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმების გამო ხობის ხუთ სოფელში მოსახლეობა ერთ თვეში მეორედ დაიტბორა. ადგილობრივები ამის მიზეზად გაუწმენდავ არხს ასახელებენ და ამბობენ, რომ ხუთი წელია ხელისუფლებას სთხოვენ არხი გაწმინდოს, თუმცა უშედეგოდ.

მათი თქმით, ადგილობრივი მაღალჩინოსნები ერთხელაც არ დაინტერესებულან არსებული პრობლემით.

მოსახლეობას სტიქიის შედეგად მთლიანად გაუფუჭდათ სანერგე მეურნეობა, დატბორილია სასიმინდე ფართობებიც.

მოვარდნილმა ნიაღვარმა თხილნარიდან თხილიც გაიტაცა, ადგილობრივები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი