"დაწყებული გაქვთ ბინძური კამპანიები ჩემ წინააღმდეგ..." | ნანა კაკაბაძემ "მთავარის" ჯგუფი ოფისიდან გამოაგდო

გამოქვეყნდა:

სკანდალური სატელეფონო ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ნანა კაკაბაძე, ჟურნალისტების კითხვებს ტრადიციულად, მუშტიკირივით პასუხობს. თეა წულუკიანთან საუბრის დეტალების გასარკვევად, მასთან ჩვენი გადამღები ჯგუფი მივიდა, თუმცა ნანა კაკაბაძემ ოფისიდან, ძალის გამოყენებით გამოაგდო.

"დაკეტე კარები და გადით აქედან... არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი... დაწყებული გაქვთ ბინძური კამპანიები ჩემ წინააღმდეგ..." - მიმართა კაკაბაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს. 

კანდალური ჩანაწერის კიდევ ერთ მთავარ ფიგურანტს, თეა წულუკიანს კი სუს-ის ფაილებში გაშიფრული საუბრის დეტალებზე განმარტების გაკეთება საერთოდ არ სურს. მედიასთან არ ჩნდება არც ირაკლი კობახიძე, რომელსაც წულუაკინი ჩანაწერის მიხედვით არაადეკვატურს უწოდებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი