"ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას და დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს მისი პირადი სეიფი"- პატრიარქი სუს-ის ფაილებში

გამოქვეყნდა:

საიდუმლო ფაილებიდან ცნობილი ხდება, რომ სუსი კათალიკოს პატრიარქსაც უსმენს. ჩანაწერებში დეტალურადაა გაშიფრული ილია მეორეს საუბარი მის დასთან, მონაზონ ნატალია შიოლაშვილთან, რომელსაც პატრიარქი ცუდი სიზმრის შესახებ უყვება და მის პირად სეიფში შენახულ ანდერძს უკავშირებს.

ილია მეორე ნატალია შიოლაშვილს სეიფის გადამოწმებას სთხოვს:

"ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე, დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს საპატრიარქოში არსებული მისი (პატრიარქის) პირადი სეიფი... 

შენიშვნა: საეკლესიო კანონიკის მიხედვით, პატრიარქები პირად სეიფში ინახავენ ანდერძს, რომელიც იხსენება მათი გარდაცვალების შემდგომ - წერია ფაილებში.  

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი