ხელისუფლებამ ქუთაისში, 83 წლის ქალი ცოცხლად მოკლა. თალიკო თავაძე რამდენიმე თვის წინ კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ის ექიმებმა საავადმყოფოდან გამოწერეს, პენსია შეუჩერდა.
როგორც შემდეგ ოჯახმა გაარკვია, ის გარდაცვლილთა სიაში ჩაწერეს და პენსიაც ავტომატურად შეუწყდა.
"იუსტიციის სახლში გამოიკვლიეს ყველაფერი და გარდაცვლილის ცნობაა მოსულიო. ხომ მნახეს და ახლა ვითომ აღადგენენ რომ გარდაცვლილი კი არა ცოცხალია. რა გითხრაო ბებო, გარდაცვლილთა სიაში ხარო. ხომ გაიგეს, რომ ცოცხალი ვარ, არ მოვიდა მაინც ეს პენსია",- ამბობს თალიკო თავაძე.
თალიკო თავაძე ამბობს, რომ ის არც საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. სახელმწიფოს კი ახლა მისი რამდენიმე თვის პენსია მართებს.