მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ჟღენტის ქუჩაზე - მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე, მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს და ამბობენ, რომ მშენებლობა უკანონოა. ადგილობრივების თქმით,  არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, გარდა ამისა, მშენებლობა გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ადგილობრივები მერიის წარმომადგენლებთან შეხვდრას ითხოვენ.

მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტებიც. გეოლოგ თეა გოდოლაძის თქმით, რომ დედაქალაქის მერიისთვის საფრთხეების შესახებ ცნობილია, თუმცა ამის მიუხედავად მშენებლობაზე ნებართვა მაინც გასცეს.

"ასეთი ფერდების დატვირთვა ამხელა კორპუსებით არის წარმოუდგენლად ცუდი. არ შეიძლება ასეთი სამშენებლო ბუმი ასეთი ტიპის გრუნტზე... ეს უბნები გადატვირთეს ისე, რომ უკვე მოწყვლადია კატასტროფების მიმართ. მერიისთვის ცნობილი იყო ვერეს ხეობაში დატბორვის არეალში რომ 2015 წლის შემდეგ არ უნდა გაეცა სამშენებლო ნებართვა",-თქვა თეა გოდოლაძემ.

ადგილზე იმყოფება "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  მედეა მეტრეველი. ის მოსახლეობას ხვდება და ამბობს, რომ მაღალსართულიანი კორპუსის აშენება ადგილზე საშიშია. მან მერს მოუწოდა მოსახლეობას შეხვდეს.

არსებული ინფორმაციით, ჟღენტის ჟღენტის ქუჩაზე 3 კორპუსი შენდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი