სასულიერო პირების სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვები | სკანდალური ფაქტები სუსის კრებსებიდან

გამოქვეყნდა:

პედოფილიის შემთხვევები სუსის კრებსებში, როდესაც სასულიერო პირები ძალადობენ ბავშვებზე ან მათთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობენ ან ამყარებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავამოწმეთ ეს შემთხვევები - გიორგი გვიშიანმა მიაკვლია ორ მღვდელს, რომლებიც ადასტურებენ ფაილებში მოხსენიებულ პედოფილიის შემთხვევებს. 

ყველაზე საყურადღებო აქ ის არის, რომ ხელისუფლებამ იცის პედოფილიის საზარელი დანაშაულის შესახებ, მაგრამ არც გამოძიებას იწყებს და არც დამნაშავეს სჯის, არამედ, უბრალოდ, აგრძელებს მიყურადებას. 

საიდანაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მოსმენების მიზანი სულაც არ არის დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა, არამედ კომპრომატების შეგროვება - ამ ხელისუფლებას, პირიქით, აწყობს კიდეც, რაც მეტი დანაშაული თუ გადაცდომა მოხდება საზოგადოებაში: მით უფრო მეტი კომპრომატი ექნებათ ადამიანების შანტაჟისთვის. 

ასეა პედოფილიის შემთხვევაშიც - სუსი მშვიდად აკვირდება, როგორ ძალადობენ ბავშვებზე და სულაც არ აპირებს დანაშაულის შეჩერებას - ერთდროულად სასულიერო პირებზეც აგროვებს კომპრომატებს და ბავშვებზეც, რომლებსაც მომავალში ასევე დააშანტაჟებს მათი წარსულით და სუსის აგენტებად აქცევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი