ეპისკოპოსები და კრიპტოვალუტა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ვრცელი ქადაგების დროს მთაზე, როდესაც იესომ ხალხს "მამაო ჩვენო" ასწავლა, იქვე აუხსნა მათ, როგორ და სად უნდა დააგროვონ ჭეშმარიტი სიმდიდრე: "ნუ დაიუნჯებთ საგანძურს მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ზეცაში." 

ქართული ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსმა ზედმიწევნით და გამორჩეულად კარგად გაიგო იესოს სწავლება და კეთილსინდისიერად ასრულებს კიდეც საღმრთო მითითებას - აგროვებს სიმდიდრეს იქ, სადაც ვერც ჩრჩილი შეჭამს, ვერც ჟანგი მოსპობს და ვერც ქურდები გათხრიან... - კრიპტოვალუტაში. ოღონდ ბოლოში ნახსენები "ზეცა" გამორჩათ; ან დაავიწყდათ... 

ან - ვინაიდან პირველ საუკუნეში "ბიტკოინების" ან "ბლოკჩეინის" ცნებები ჯერ კიდევ არ არსებობდა - იქნებ, იესომ ეს ხალხისთვის გაუგებარი სიტყვები შეგნებულად არ ახსენა და ცნება "ვირტუალური სივრცე" უფრო მარტივად გასაგები "ზეცით" ჩაანაცვლა. 

მაგრამ ჩვენს ეპისკოპოსებს, რა თქმა უნდა, უკეთ ესმით, რა იმალება სინამდვილეში სახარებისეული სიტყვების მიღმა და რას გულისხმობდა იესო "ზეცაში"; ამიტომ... საქართველოს წმინდა სინოდის ახალი რედაქციით, ქრისტეს ქადაგების თანამედროვე თარგმანი ამიერიდან ასე ჟღერს: "ნუ დაიუნჯებთ საგანძურს მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ კრიპტოვალუტაში."

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი