გაშიფრული ფაილები და უკანონო მოსმენებით დაზარალებულები | "ოცნება" პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება მარტივად ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და აცხადებს, რომ სუსიდან გაჟონილი ფაილები ფაბრიკაციაა და მთელი ტვირთი ისევ ოპოზიციურ მედიაზე და თვითონ ოპოზიციაზე გადააქვს. ასევე იქცევა საპატრიარქოც - ოფიციალურ განცხადებაში სწორედ ეს შინაარსი იკითხება.

სიუჟეტში პედოფილიის შესახებ თქვენ უკვე ნახეთ მღვდლები, რომლებიც ადასტურებენ დოკუმენტებში ნახსენები ფაქტების სინამდვილეს. ჩვენი ჟურნალისტი ანა ასათიანი ესაუბრა სხვა პირებსაც, რომელთა ნალაპარაკებიც გაშიფრულია ამ ფაილებში და რომლებიც აგრეთვე ადასტურებენ, რომ ასეთი საუბრები ნამდვილად შედგა. 

ბევრი მათგანი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს მათ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი უკანონობის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი