რელიგიის სამსახური, აღსარების საიდუმლოება | ნიკა გვარამიას ინტერვიუ სუსის მოქმედ თანამშრომელთან

გამოქვეყნდა:

"ეს კომპიუტერი, სადაც ეგ ინფორმაცია ინახებოდა, არსად არ არის მიერთებული. ჩვეულებრივად ნემსაძის კაბინეტში იყო ეგ კომპიუტერი, ყველა მიდიოდა და თავის ნამუშევარს იქ ტვირთავდა" - ამის შესახებ  "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სუსის მოქმედმა თანამშრომელმა ისაუბრა.

ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს და იმ დროსაც, როცა ისინი მრევლის წევრებისგან აღსარებას იბარებენ.

აღსარებებს როგორ იწერდნენ, იცი? სადაც მღვდელი, ვინც არ ჰყავდათ ჩართული, ეკლესიაში ან ტაძარში, მაგალითად, უნდოდათ, რომ მოესმინათ, მრევლიდან დადგებოდა, მოსასმენი აპარატურა არის მაგისი, აღსარებაზე მიდიან რიგში ჩამდგარი ადამიანები მიდიან მამაოსთან აღსარებაზე, ხო, როცა რაღაც ხდება იმ ტაძარში... - ამბობს პირი, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

შეკითხვაზე, ყვებიან თუ არა თავად სასულიერო პირები აღსარების დროს მოსმენილს, სუსის მოქმედი თანამშრომელი ასე პასუხობს: "თუ საქმეს სჭირდება კი, აბა"... 

იხილეთ ასევე:

ექიმები, ფსიქოლოგები, აბორტები | ნიკა გვარამიას ინტერვიუ სუსის მოქმედ თანამშრომელთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი