
"ვისთვის შეიძლება ამახინჯებს, ვისთვის არა. მე არ მომწონს და არც ის სიბინძურე მომწონს, რაც თქვენი და სხვა ტელევიზიებით ე.წ. კრიტიკულ მედიას რომ ეძახით თქვენ...ბევრი ვიდეოკლიპები შეგიძლიათ ნახოთ, გადაცემები, ჩემს წინააღმდეგ, სიბინძურე, სიცრუე, ცილისწამება ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ."
ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა და თბილისში "ქართული ოცნების" მერის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ამახინჯებს თუ არა სისხლიანი ბანერები ქალაქს.