ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირებზე სავარაუდო მიყურადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ბინძურად მართავს ქვეყანასაც და ეკლესიასთან მიმართებაშიც იგივეს აკეთებს.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ეკლესიაში არსებული აგენტურის გამოვლენა და მხილებაა.
ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ სასულიერო პირების ლუსტრაცია, ამ ბინძურ, უზნეო სასულიერო პირებთან ერთად ილახება სახელი და ავტორიტეტი პატიოსანი ადამიანებისა, მაგრამ ძნელია მათ უწოდო პატიოსანი როცა დუმილს არჩევენ საკუთარი ხარისხის, პატივის დაკარგვის გამო, ხმას არ იმაღლებენ და დუმილით ხვდებიან ამ განსაცდელს, ამ უბედურებას, ამ კატასტროფულ მდგომარეობას", - თქვა პეტრე ცაავამ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
"მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" კი სუს-ის მოქმედმა თანამშრომელმა ქვეყანაში ტოტალური მოსმენები დაადასტურა.