800 ათასი დოლარი პირობის გატეხვისთვის, სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს ქართულ მხარეს საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციისთვის. 17-27 სექტემბერს ბათუმს მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ქართულმა მხარემ არსებული ვალდებულებები ვეღარ შეასრულა და ცნობილია, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ლიტვა უმასპინძლებს.
ჩემპიონატის გაუქმებისთვის კი საქართველოს ფინანსური საქნციები დაეკისრა, გადაუხდელობის შემთხვევაში კი საქართველოს მკლავჭიდელთა პარა და მთავარ ნაკრებს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.