ქუთაისი ცხოველებით სავსე ქალაქად გადაიქცა. მუნიციპალიტეტის ქუჩებში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველები მუდმივად გადაადგილდებიან.
ცხენების რემა პარლამენტთან, ღორების კოლტი თეთრ ხიდზე, საქონლის ჯოგი ნიკიას ქუჩაზე - ეს ქუთაისის ყოველდღიურობა გახდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთ დროს საპარლამენტო ქალაქი პროვინციულ დასახლებად აქცია.