ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში - წირვის შემდეგ მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი მამები ეკონომიკური და სოციალური საკითხების დროებით მმართველ, დეკანოზ ტარიელ რუხაძეს დაუპირისპირდნენ.

დეკანოზს სასულიერო პირებისთვის მეუფის პოზიციის გაცნობა სურდა - დაილუქოს მარანი და სხვა ქონება. სწორედ ამ შეთავაზებაზე უარს მოჰყვა დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. მამა ტარიელს ბერებმა კელიები დაატოვებინეს. 

განკვეთილი მამები ტაძრის ეზოში არიან შეკრებილები და მრევლს ელოდებიან. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ითხოვენ და სურთ, რომ მათი განკვეთის საკითხი სინოდმა განიხილოს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი