ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი ისევ დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ბათუმი ისევ დაიტბორა - გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა საპორტო ქალაქს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის რამდენიმე ქუჩა, განადგურებულია მოსახლეობის ნივთები და დატბორილია კომერციული ობიექტებიც.

ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში შველას ითხოვდა, თუმცა სამაშველო სამსახური ადგილზე დილის 8 საათამდე არ გამოჩენილა.

დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე მილები წყალს არ ატარებს და მსგავსი პრობლემა ყოველ წელს ექმნებათ. ისინი დახმარებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი