ჩამობრძანდით, არაფერი გვაქვს დასამალი ლუგარის ლაბორატორიაში - ამირან გამყრელიძის პასუხი რუსეთს

გამოქვეყნდა:

ჩამობრძანდით, არაფერი გვაქვს დასამალი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას პასუხობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, მათ არაერთხელ მიიწვიეს რუსი სპეციალისტები ლაბორატორიის დასათვალიერებლად და ყოველთვის მზად არიან მათ უმასპინძლონ, რადგან ლაბორატორიის მუშაობაში გასაიდუმლოებული არაფერია.  

"რუსეთს აქვს არჩეული თავის პოლიტიკური ნარატივი და როცა უნდა პერიოდულად გადმოაგდებს ხოლმე. ბევრჯერ არიან მოწვეული და მე თვითონ პირდაპირი ეთერში მყავს მოწვეული. ჩამობრძანდით, არაფერი გვაქვს დასამალი, ლუგარი არის გამჭვირვალე მაღალი დონის ლაბორატორია. რასაც ლაპარაკობენ არის მოგონილი ტყუილი, - ამბობს გამყრელიძე. 

განცხადება, ლავროვის უწყებამ გუშინ გაავრცელა. რუსი დიპლომატები ლაბორატორიაში მათი წარმომადგენლის დაშვებას ითხოვენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი