ძლიერი წვიმის შემდეგ ურეკში პოლიციის სამმართველოს შენობა დაიტბორა. სამართალდამცველები შენობაში შესვლას და მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
გავრცელებული კადრების მიხედით, შენობის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად წყლითაა დაფარული.
ურეკში ძლიერმა წვიმამ 20-მდე ოჯახი დააზარალა.
ავტორი: ლადო მენაბდე.