ოცნებად დარჩენილი "ქართული ოცნების" დაპირებები. სამეგრელო ერთ-ერთი რეგიონია ვრცელ ჩამონათვალში სადაც დაანონსებული გრანდიოზული პროექტები ბილბორდებზე და მაკეტებად შემორჩა. რეალურად კი არსად არაფერი შესრულებულა.
ახლა გაერთიანებული ოპოზიციის სენაკის მერობის კანდიდატის სამუშაო მაგიდაზე მოცულობითი გეგმა დევს, როგორ უნდა დაიბრუნოს რეგიონმა ნორმალური ცხოვრების რიტმი, მოაგვაროს უმწვავესი პრობლემები, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო მრავლდება და როგორ უნდა მიიღონ ადგილობრივებმა შემოსავლის მიღების წყარო.