
ბათუმი მეორე დღეა სტიქიას ებრძვის - ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ასზე მეტი ოჯახი დატბორა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანებულია კომერციული ობიექტები.
10 ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს. ძლიერი წვიმის შედეგად სხვადასხვა სახის მეწყერი 20 ადგილას განვითარდა.
"დამიზიანდა ყველაფერი, ამდაგვარად ყოველწელს თავისთავად შემოდის, მეშინია, რომ ყოველ წვიმაზე წყალი შემოვა და ყოველ წელს ასეთ ტანჯვაში ვარ, ყველაფერი გაფუჭებულია, აღარაფერი ვარგა. შარშან მხოლო 300 ლარით დაგვეხმარნენ, ეს ფული "ქლორში" არ მეყო, რომ დეზინფექცია გამეკეთებინა", - ამბობს დაზარალებული, ნაზიკო ვარშანიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალდიდობის მიზეზი ის ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომელსაც ხელისუფლება უკვე მე-9 წელია ვერ აგვარებს.