დაკარგული სამუშაო ადგილები, ინვესტორები, ენერგოდეფიციტი და ლარის კრიზისი - ნამახვანჰესის პროექტის შეჩერების მძიმე შედეგები

გამოქვეყნდა:

თითქმის მილიარდი დოლარის დანაკლისი - ასე ფასდება ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება და ინვესტორის გასვლა საქართველოდან.

ეკონომისტები, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას დიდი ხანია აკრიტიკებენ, ჰესის შეჩერებას ერთ-ერთ უდიდეს ჩავარდნად აფასებენ, რომელიც გლობალურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მდგომარეობაზე ახლაც და მომავალშიც.

მოკლე ვადიან პერიოდში მთავარი საფრთხე დაკარგული ინვესტიცია და შესაბამისად, ლარის კურსის მოსალოდნელი ვარდნაა.

მომავალში კი ქვეყნის განვითარებას ათასობით სამუშაო ადგილის და ეკონომიკის უკიდურესად აუცილებელი ენერგიის დეფიციტიც შეაფერხებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი