ძალიან მაწუხებს საით მიდის საქართველო, "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ - კრამერი

გამოქვეყნდა:

ძალიან მაწუხებს საით მიდის საქართველო, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ვფიქრობ, რომ საქართველო მისი განვითარების მართლაც კრიტიკულ წერტილშია და ჩემი აზრით, არასწორი მიმართულებით მიდის.

ვფიქრობ, გუშინ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება ვნახეთ, რომელმაც დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომელიც დმანისსა და რუსთავში მოხდა.

ასევე ისაუბრა, მრავალ ცნობაზე, რომელიც ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლასა და დაშინებას შეეხება.... ეს არის გასაოცარი განცხადება აშშ-ს საელჩოსგან არჩევნებამდე ასე ცოტა ხნით ადრე. მე განცხადებას 100%-თ

თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა, დევიდ კრამერმა, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, სადაც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი