სოფელ ქვემო ალვანში ხანძარი იყო - დამწვარია აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და ტექნიკა

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში თემურ თელაურიძის კუთვნილი ობიექტი დაიწვა. დილით გაჩენილმა ხანძარმა სრულად გაანადგურა ოჯახის კუთვნილი აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და იქ განთავსებული ტექნიკა.

ხანძრის შესახებ ოჯახს მეზობლებმა აცნობეს, თუმცა, ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. მფლობელი ამბობს, რომ ზარალი 200 ათას ლარზე მეტია.

თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ და გეგმავენ, ახმეტის მერიას განცხადებით მიმართონ. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი